თბილისის საკრებულომ ორხევის ხელოვნების სკოლის სასულე ორკესტრს უმასპინძლა

თბილისის საკრებულომ საახალწლო ღონისძიებაზე, ორხევში მდებარე თბილისის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე-19 ხელოვნების სკოლის სასულე საკრავთა ორკესტრს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ორკესტრის წევრებს და პედაგოგებს მიესალმა.

მისი განცხადებით, განუზომელია პედაგოგების ღვაწლი, რომლებიც თავისი შრომით აყვარებენ მომავალ თაობას მუსიკას.

„მინდა მადლობა გადავუხადო ხელოვნების სკოლის ორკესტრის პედაგოგებს, განსაკუთრებით მინდა გამოვყო, სკოლის დირექტორი თამაზ მოლაშვილი, რომელიც უკვე 50 წელია ამ სკოლას ხელმძღვანელობს და მომავალ თაობას ხელოვნების და მუსიკის სიყვარულს უნერგავს. ეს სკოლა უშუალოდ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მდებარეობს და მე ძალიან კარგად ვიცნობ მათ მუშაობას,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ, საკრებულოს წევრებმა ხელოვნების სკოლის დირექტორი, სკოლის სასულე ორკესტრის დირიჟორები და ორკესტრის წევრები მადლობის საპატიო სიგელებით და საჩუქრებით დააჯილდოვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა