დავით ზალკალიანმა ქალი ბიზნესმენები დააჯილდოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბიზნესლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისათვის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2018 წელს სხვადასხვა საპრიზო ნომინაციაში გამარჯვებული ქართველი ქალი ბიზნესმენები დააჯილდოვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური დიპლომატიის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით სამინისტროს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართველ ბიზნესმენებთან ინტენსიურ კომუნიკაციას, ქართული ბიზნესის საექსპორტო საქმიანობის ხელშეწყობას და სხვა.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ბიზნეს ლიდერთა ფედერაციას მთელი წლის განმავლობაში გაწეული უმნიშვნელოვანესი საქმიანობისთვის, რაც ბიზნესში ქალების მნიშვნელოვანი როლის კიდევ უფრო გაძლიერებას უკავშირდება.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს დიპლომატიურ მისიაში მყოფი ქალი ელჩები, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები.

ბიზნესლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისთვის” წლის დაჯილდოვებაზე პრიზები გადაეცათ ირინა ჭელიძეს - “დოქტორ როჯერ სერვისის” დამფუძნებელს, ასევე ნატა ჯამბერიძეს და ქეთი თოლორაიას, სასტუმრო რუმსის დიზაინერებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს