საქართველოში დანაშაულთან და კორუფციასთან საბრძოლველად ევროკავშირმა 27 მლნ ევროს დახმარება გამოყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი, მოადგილეებთან ერთად ევროკავშირის მიერ დელეგირებულ ექსპერტებს, ტომას ვენენს და ანტოან ჰანინს შეხვდა, - ამის შსახებ „ინტერპრესნიუსს“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს .

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს საქართველოში უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით ევროკავშირის მიერ შემუშავებული უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულთან ბრძოლის პროგრამის SAFE (Security, Accountability and Fight Against Crime Programme) გაცნობა წარმოადგენდა.

პროგრამის ფარგლებში საქართველოში დანაშაულთან და კორუფციასთან საბრძოლველად ევროკავშირმა 27 მილიონი ევროს დახმარება გამოყო.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ზემოაღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ საკითხებს. პროგრამა მოიცავს ოთხ კომპონენტს, მათ შორის ერთ-ერთია კორუფციის, ფულის გათეთრების და ზოგადად, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა. პროგრამის ფარგლებში მოხდება საქართველოში დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობის ზრდისთვის შესაბამისი უწყებების გაძლიერების ხელშეწყობა.

საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ევროპელ ექსპერტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს უწყების საქმიანობის და სამსახურის მიერ გამოძიებული სისხლის სამართლის საქმეების ბოლო წლების სტატისტიკის შესახებ. საუბარი შეეხო შედეგების შეფასების მეთოდებს და ძირითადი პრიორიტეტების განსაზღვრის გზებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სამუშაო შეხვედრაზე პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის, ყველა მნიშვნელოვან საკითხს დეტალურად განიხილავენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა