ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის გათავისუფლებას და კრწანისისა და ჩუღურეთის გამგებლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

საკრებულოს დეპუტატი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებასა და კრწანისისა და ჩუღურეთის გამგებლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა დღეს, ე.წ. ვარკეთილის ხიდებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის მერიამ ვარკეთილის ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერი მოაგებინა კომპანიას, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, ხოლო გამგეობებმა ამ კომპანიას, მას შემდეგ, რაც ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება დააგვიანა, ახალი სამუშაოების განხორციელება დაავალა, რაც სრულიად დაუშვებელია.

„ვარკეთილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 20 ნოემბერს იყო გათვალისწინებული, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა. 25 დეკემბერს კალაძემ საკრებულოში თქვა, რომ თურმე კომპანიის ბრალიაო. ხელშეკრულება კომპანია „პასაჟ საქართველოსთან“ 2018 წლის 30 აპრილს გაფორმდა. სანამ ამ ხელშეკრულებას მიიღებდა, კომპანია რამდენიმე თვით ადრე დაფუძნდა. ამ კომპანიას არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. ეს კომპანია დარეგისტრირებულია 20 კვადრატული მეტრის ავტოფარეხში. ამ კომპანიამ მილიონნახევრის გარდა მიიღო მილიონ 200 ათასის ღირებულის სამუშაოები, აქედან ნახევარ მილიონამდე კი ტენდერის გარეშე გადაეცა. 20 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო ხიდის სამუშაოები, თუმცა, არ დასრულებულა და 22 ნოემბერს ჯერ ჩუღურუთის გამგეობამ 30 ათას ლარამდე, ხოლო 25 დეკემბერს კრწანისის გამგეობამ გაუფორმა 165 000 ათასი ლარის სამუშაოების ხელშეკრულება ტენდერის გარეშე. მოვითხოვთ, შესყიდვების სამსახურის უფროსის გადადგომას, რადგან რამდენიმე თვის შექმნილ კომპანიას მოაგებინეს ტენდერები. ასევე მოვითხოვთ დადგეს ჩუღურეთისა და კრწანისის გამგებლების პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის გათავისუფლებას ითხოვს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა