რუსეთში, საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, ქალაქ მაგნიტოგორსკში, საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქებისა და სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. 10 ადამიანი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ТАСС რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანი ამოიყვანეს, ყველანი ცოცხალი არიან. ორი ადამიანი დაღუპულია. ნანგრევებიდან ამოყვანილებს შორის ერთი ბავშვია“, - განაცხადა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა.

რეგიონის გუბერნატორის პრესსამსახურის განცხადებით, დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია, ვინაიდან ნანგრევებში ხალხი იმყოფება და მაშველები განაგრძობენ მათ ამოყვანას.

არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 48 ბინა დაზიანდა, რომელშიც 110 ადამიანი ცხოვრობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა