საახალწლო გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე დღეს 23:00 საათზე დაიწყება

საახალწლო გალაკონცერტი 31 დეკემბერს, 23:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონცერტის წლევანდელი კონცეფცია კინომუსიკაზეა აგებული. გარდა ამისა, კონცერტზე შესრულდება საშობაო სიმღერები და ყველა დროის და ყველასთვის საყვარელი ჰიტები.

თითქმის ოთხსაათიან კონცერტში 201 მუსიკოს-შემსრულებელი მიიღებს მონაწილებას, მათ შორისაა ამერიკული ბენდი „New York Voices”, ასევე, ქართველი შემსრულებლები - ლიზა ბაგრატიონი, მაია ჯაბუა, ეკა მამალაძე, ნატო მეტონიძე, „შვიდკაცა“, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი მახარაშვილი და ა.შ. ღონისძიების მთავარი ღერძი იქნება ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.

იხილეთ ვიდეო: საახალწლო გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე დღეს 23:00 საათზე დაიწყება

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა