დავით ჭიჭინაძე - თუ მოსამართლეობის კანდიდატების სია არ შეიცვლება, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასრულებას გამოიწვევს

ეკა ბესელიას გადადგომის შემდეგ კომიტეტში ის ხაზი უნდა გაგრძელდეს, რასაც ეკა აკეთებდა და ამის გამგრძელებელი გედევან ფოფხაძეა, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ "ინტერპრესნიუსს" იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან დაკავშირებით განუცხადა.

ჭიჭინაძის თქმით, დავით მათიკაშვილის მეუღლე უვადო მოსამართლეა და შესაბამისად, აღნიშნულ პოსტზე მისი დანიშვნის შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი შეიქმნებოდა, ვინაიდან კომიტეტში პრობლემა მოსამართლეთა სიის გამო შეიქმნა.

"მე ვთვლი, რომ ეკა ბესელიას გადადგომის შემდეგ კომიტეტში ის ხაზი უნდა გაგრძელდეს, რასაც ეკა აკეთებდა და ამის გამგრძელებელი გედევან ფოფხაძეა. პრობლემა დღეს შეიქმნა მოსამართლეებთან მიმართებაში და მე როგორც ვიცი, დავით მათიკაშვილის მეუღლე უვადო მოსამართლეა და ცოტა ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება მემგონი,"- განცხადა ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, თუკი არ შეიცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატთა სია, ეს "ქართული ოცნების" ხელისუფლების დასრულებას გამოიწვევს.

"ამ სიის არშეცვლა გამოიწვევს მთლიანად "ქართული ოცნების" შეცვლას მმართველობიდან. ამას მართლა ძალიან მძაფრი რეაქცია მოჰყვება და ეს იქნება ისეთი პროტესტი, რომელსაც უკვე ვეღარაფერი გააჩერებს, ერთადერთი "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვება,"- განაცხადა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო