„საქსტატი“ - წინასწარი შეფასებით, 11 თვის მშპ-ს საშუალო რეალური ზრდა 4,7 პროცენტს შეადგენს

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2,2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის პირველი 11 თვის საშუალო რეალური ზრდა 4,7 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობაში, საფინანსო საქმიანობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებსა და მომხმარებლისთვის სხვა მომსახურების გაწევაში, ხოლო კლება დაფიქსირდა მშენებლობაში.

"საქონლის ექსპორტი 2018 წლის 11 თვეში გაიზარდა 24 პროცენტით და 3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, დაახლოებით 17 პროცენტით გაიზარდა ასევე იმპორტის მოცულობა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ნოემბერში ექსპორტის მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 3 პროცენტით შემცირდა. 2018 წლის ნოემბერში დარეგისტრირებულია 3950 ახალი საწარმო. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 6,6 პროცენტით. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა 6 მილიარდ 173 მილიონი ლარია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 5,4 პროცენტით",- განაცხადა თოდრაძემ.

იხილეთ ვიდეო: "საქსტატი" - წინასწარი შეფასებით, 11 თვის მშპ-ს საშუალო რეალური ზრდა 4.7 პროცენტს შეადგენს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო