ეროვნული ბანკი -სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ  -23.1 მლრდ დოლარი  შეადგინა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -23.1 მლრდ აშშ დოლარი (-60.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -144.0 პროცენტია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 551.1 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

მათივე ინფორმაციით, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 9.5 მლრდ აშშ დოლარია (24.9 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 115.4 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 32.6 მლრდ აშშ დოლარი (85.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 435.8 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო