ზუგდიდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ ფილიალი დააყაჩაღეს

ზუგდიდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ ფილიალი დააყაჩაღეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

„გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადეს შსს-ში.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოდან“ თანხის წაღება შეძლო, თუმცა წაღებული თანხის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ ვიდეო: შეიარაღებული თავდასხმა ზუგდიდში - "ლენდოდან" ნიღბიანებმა თანხა გაიტაცეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა