დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველი შეხვედრას კიმ ჩენ ინთან

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის შეხვედრას ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

“მოუთმენლად ველი შეხვედრას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარესთან კიმ ჩენ ინთან. მას მშვენივრად ესმის, რომ ჩრდილოეთ კირეას უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი აქვს”, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის მზაობა გამოხატა. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის პირველი შეხვედრა გასული წლის 2 ივლისს სინგაპურში შედგა. შეხვედრის შედეგად მხარეებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც ოფიციალურმა ფხენიანმა კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციისთვის საჭირო ნაბიჯების განხორციელების მზაობა დააფიქსირა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს