ლევან კობერიძე - არ ველოდები, რომ დღეს ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი დადგება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე არ ელოდება, რომ ფრაქცია "ქართული ოცნების" დღევანდელ სხდომაზე ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი დადგება.

როგორც კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომა სხვადასხვა საკითხებს შეეხება.

"არ ველოდები, რომ ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი დადგება დღეს. სხვადასხვა საკითხებია განსახილველი. არ ველოდები ეკა ბესელიასთან დაკავშირებით მსჯელობას", - განაცხადა კობერიძემ.

ფრაქცია "ქართული ოცნება" 3 იანვარს სხდომას გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მმართველ გუნდში განუცხადეს, სხდომა პარტიის ოფისში გაიმართება და მას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

არსებული ინფორმაციით, განხილვის თემები სხვა საკითხებთან ერთად იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია და ზოგადად იუსტიციის საბჭოში შექმნილი ვითარება იქნება. ასევე სავარაუდოდ, განხილული იქნება ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ ერთმანეთის მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, სადაც კოლეგებმა ერთმანეთი არაგუნდურობაში დაადანაშაულეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო