ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ოფისში სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ოფისში ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატებმა განაცხადეს, ისინი შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით იმსჯელებენ. ასევე, სავარაუდოდ, განხილული იქნება ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ ერთმანეთის მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, სადაც კოლეგებმა ერთმანეთი არაგუნდურობაში დაადანაშაულეს.

თავად ეკა ბესელია სხდომას არ ესწრება. ის საქართველოში არ იმყოფება.

იხილეთ ვიდეო: ფრაქცია "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით სხდომას მართავს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა