ნიგერის სამთავრობო არმიამ რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ ორასზე მეტი „ბოევიკი“ გაანადგურა

მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში, ნიგერის სამთავრობო არმიამ რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ ორასზე მეტი „ბოევიკი“ გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ნიგერის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ არმიამ ექსტრემისტების პოზიციებზე იერიში ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მიიტანა.

ნიგერის თავდაცვის სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ სპეცოპერაციის დროს არმიას დანაკარგები არ აქვს.

„ბოკო ჰარამი“ ისლამისტური დაჯგუფებაა, რომელიც ნიგერიის, ნიგერის, კამერუნისა და ჩადის ტერიტორიებზე მოქმედებს. 2015 წელს დაჯგუფებამ ერთგულება გამოუცხადა „ისლამურ სახელმწიფოს“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია