სამხრეთ კორეის დაზვერვამ იტალიაში ჩრდილოეთ კორეის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის გაუჩინარება დაადასტურა

სამხრეთ კორეის დაზვერვამ იტალიაში ჩრდილოეთ კორეის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის გაუჩინარება დაადასტურა.

არსებული ინფორმაციით, ჩო სონ გილმა 2018 წლის მიწურულს თავის მეუღლესთან ერთად იტალიის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის მედია საშუალებებმა დღეს ინფორმაცია გაავრცელეს, რომ იტალიაში ჩრდილოეთ კორეის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა და ამჟამად იტალიის ხელისუფლების დაცვის ქვეშ არის.

ჩო სონ გილი ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა იტალიაში ჩრდილოეთ კორეის საელჩოს მუშაობას, ვინაიდან 2017 წელს იტალიის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კორეის ელჩი მუნ ჩონ ნამი ქვეყნიდან გააძევა იმ დროს ბირთვული პროგრამის გააქტიურების საპასუხოდ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა