პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ვგეგმავთ შეწყალების კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტებას

პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს შეწყალების კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტებას. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების საკითხთა კომისიასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო.

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ კომისია რამდენიმე წევრმა უკვე დატოვა. პრეზიდენტი მადლობას უხდის კომისიის ყველა წევრს გაწეული სამსახურისთვის“, - განმარტეს ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისიიდან წასვლის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას უკვე განაცხადეს კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ, ასევე წევრებმა ეკა გიგაურმა და ბასა ჯანიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ვგეგმავთ შეწყალების კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტებას

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს