დავით ჭიჭინაძე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ შემადგენლობის დატოვებას აპირებს

პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ შემადგენლობის დატოვებას აპირებს. როგორც ჭიჭინაძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის ფრაქციაში დროებით, კოლეგიალობის გამო შევიდა.

“თავიდანვე იყო შეთანხმება, რომ ფრაქციაში დროებით შევიდოდი. როგორც კი საგაზაფხულო სესია დაიწყება, გავაკეთებ განცხადებას ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებიდან“ გასვლის შესახებ. ფრაქციაში შევედი მეგობრულად, კოლეგიალურად და ასევე, იმ რეზოლუციის მხარდასაჭერად, რომელიც წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას უკავშირდება“, - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძე “საქართველოს პატრიოტებს“ ორი თვის წინ, მეექვსე წევრად შეუერთდა, რის შედეგად ფრაქცია გაუქმებას გადაურჩა. იმ შემთხვევაში თუ ფრაქცია ახალ წევრს ვერ მოძებნის, ჭიჭინაძის გასვლა ფრაქციის დაშლას გამოიწვევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა