რომან გოცირიძე - „ქართულ ოცნებაში“ დიქტატურა მყარდება და განსხვავებული აზრის გამო კომიტეტებიდანაც უშვებენ ხალხს

"ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, შეიძლება შევაფასოთ, როგორც "ქართული ოცნების" ჩამოშლის დასაწყისი", - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევას. რომან გოცირიძის თქმით, პარტიაში დიქტატურა მყარდება და განსხვავებული აზრის გამო კომიტეტებიდანაც უშვებენ ხალხს.

"ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, შეიძლება შევაფასოთ, როგორც "ქართული ოცნების" ჩამოშლის დასაწყისი. გაჩნდა ყველაზე დიდი ბზარი, რაც კი ბოლო პერიოდში ამ პარტიის კედლებზე იყო. ეს ბზარი შეიძლება იმდენად გაიზარდოს, რომ საკმაოდ მძიმე შედეგებით დამთავრდეს. ფაქტობრივად, პარტიაში მყარდება დიქტატურა. განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის კომიტეტებიდანაც კი უშვებენ ხალხს. თუ განსხვავებული აზრისთვის დაისაჯა ჭიჭინაძე და აიძულეს, რომ დაეტოვებინა "ქართული ოცნება", დღეს უკვე დიდ ჯგუფთან გვაქვს საქმე. არჩევანი მათზეა - ან მორჩილებაში ყოფნა, ან მონობისგან გათავისუფლება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო