ლევან გოგიჩაიშვილი - გედევან ფოფხაძის საკითხი უკავშირდება იმას, რომ ჩვენ არ გვსურს სააკაშვილ-ადეიშვილის მოსამართლეები ვიხილოთ უზენაეს სასამართლოში უვადოდ

არ ვფიქრობ, რომ გედევან ფოფხაძის საკითხი იყო პროცედურების დარღვევა. ეს უკავშირდება იმას, რომ ჩვენ არ გვსურს სააკაშვილ-ადეიშვილის მოსამართლეები ვიხილოთ უვადოდ უზენაეს სასამართლოში,- ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილებაა მიღებული. არ ვფიქრობ, რომ ეს იყო პროცედურების დარღვევა. ეს გადაწყვეტილება არის წყალგამყოფი იმისა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძე, ადეიშვილ-სააკაშვილის ჯალათები იხილონ მოსამართლეებად და იმ ადამიანებს შორის, ვისაც არ უნდათ, რომ ეს ადამიანები იქ იხილონ. ასე დგას საკითხი. ახლა ჩვენ რაც არ უნდა ვიტყუოთ თავი და რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ეს რაღაც პროცედურების დარღვევით მოხდა - არ მოხდა, ასე დგას საკითხი. სამწუხაროდ, თქვენც იმ პოზიციაზე დგახართ, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ და ვფიქრობ, თქვენც გინდათ, რომ ეს ადამიანები გახდნენ მოსამართლეები. გედი ფოფხაძის გამოწვევა არა პროცედურების დარღვევის გამო მოხდა, არამედ იმიტომ, რომ მას და ჩვენ, იმ ადამიანებს, ვისაც არ გვინდა ვიხილოთ სააკაშვილ-ადეიშვილის მოსამართლეები უვადოდ უზენაეს სასამართლოში, ყველაფერი ამის გამო არის აქ დატრიალებული“,-განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, ცხადი იყო, რომ იურიდიული კომიტეტი აღნიშნული მოსამართლეების საკითხს ჩააგდებდა და შესაბამისად, ამ კომიტეტმა პარლამენტი გარკვეული უხერხულობის წინაშე არ დააყენა.

„თქვენ იცოდით, რომ იურიდიული კომიტეტი ამ საკითხს ჩააგდებდა და შესაბამისად, იურიდიულმა კომიტეტმა პარლამენტი არ დააყენა უხერხულობის წინაშე. რაც არ უნდა გადაადგილებები გააკეთოთ, ამ პარლამენტში, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის და ადეიშვილის ჯალათი მოსამართლეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ვერ გახდებიან. ჩინჩალაძე, მურუსიძე, ჯალათი მოსამართლეები, რომლებმაც უამრავი ადამიანის ცხოვრება დაღუპეს, ამ ადამიანებს ეს პარლამენტი ვერ აირჩევს. ეს პარლამენტი არის 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის მემკვიდრეობა. ამ პარლამენტში ეს სია არ უნდა გავიდეს. როდესაც მოხდება კრიტერიუმების დადგენა, ამ კრიტერიუმებმა უნდა იმოქმედოს სააპელაციო სასამართლოზეც“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა