მამუკა მდინარაძე - იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან არანაირ კავშირში არ არის

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან არანაირ კავშირში არ არის. მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩა პროცედურული დარღვევებით და გუნდთან შეუთანხმებლად. მანვე მის თანაგუნდელ ლევან გოგიჩაიშვილს მოუწოდა, ამ თემებს ერთმანეთს ნუ უკავშირებს და საზოგადოება შეცდომაში ნუ შეჰყავს.

„ვერავინ უარყოფს იმას და არ არსებობს გუნდში ერთი წევრიც კი, რომელიც იტყვის, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება იყო შეთანხმებული გუნდის სხვა წევრებთან. არც ერთ წევრთან, ვინც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, შეთანხმებული არ ყოფილა. მეასე ხარისხოვანი ხდება, რა მოტივები ამოძრავებდათ ამ ადამიანებს. ამ მოტივებთან დაკავშირებითაც შემიძლია გითხრათ, რომ პრეცედენტების დაშვება - გუნდთან შეუთანხმებლად ასეთი გადაწყვეტილების მიღება და თან პროცედურების დარღვევით არ შეიძლება“, - განაცხადა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მისი აზრით, გედევან ფოფხაძის საკითხი არ იყო პროცედურების დარღვევა, არამედ, ეს უკავშირდება იმას, რომ მათ არ სურთ სააკაშვილ-ადეიშვილის მოსამართლეები უვადოდ იხილონ უზენაეს სასამართლოში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს