დავით ზალკალიანი - მოგერინის განცხადება საქართველოს, მისი პროგრესისა და დემოკრატიული რეფორმების აღიარებაა

ფედერიკა მოგერინის მიერ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობის 2018 წლის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად დასახელება საქართველოს, მისი პროგრესისა და დემოკრატიული რეფორმების აღიარებაა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის მიერ 2018 წლის 12 მთავარ მოვლენას შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის კომენტირებისას განაცხადა.

დავით ზალკალიანის შეფასებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იყო არა მხლოდ საქართველოს, როგორც ევროპული კულტურისა და ფასეულობების მატარებელი ქვეყნის დემონსტრირების და პოპულარობის საუკეთესო მაგალითი, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი. „სწორედ ამას გულისხმობდა უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი, როდესაც მიმართა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა რომ ევროკავშირი არის იქ, სადაც საქართველოა, სადაც საუბარია დემოკრატიაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ფასულობებზე“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, მოგერინის აღნიშნული განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის განუხრელობას და წარმატებებს ამ გზაზე. „ეს ჩვენთვის კიდევ ერთი აღიარებაა, აღიარება იმისა, რომ საქართველო განუხრელად ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას, განუხრელად იცავს ევროპულ ფასეულობებს და ამის ნათელი დადასტურება იყო ის უპრეცედენტო ურთიერთობის მაღალი დონის ფორმატები, რომელიც გასულ წელს გვქონდა ევროკავშირთან, მხედველობაში მაქვს 21 ნოემბრის უმაღლესი დონის შეხვედრა, რაც იყო კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო ევროკავშირის მხრიდან აღიარებულია როგორც ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. წელს ჩვენ გვაქვს უფრო მეტი ამბიციური გეგმა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, დასკვნით ფაზაშია „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა“, ვემზადებით აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისათვის, რომელსაც მიეძღვნება ბათუმის კონფერენცია; საქართველო ასევე მიიღებს მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მსგავს მასშტაბურ ღონისძიებებში, მოგეხსენებათ, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს ევროპალიას ფესტივალში 2022 წელს. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია“, - განაცხადა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა