ბარების და რესტორნების ნაწილს ხმაურის დასაფარად, შესაძლოა, იზოლაციის გაკეთება დასჭირდეთ

ბარების და რესტორნების ნაწილს ხმაურის დასაფარად, შესაძლოა, იზოლაციის გაკეთება დასჭირდეთ. ამის შესახებ თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც გვარჯალაძემ აღნიშნა, იზოლირების ტექონოლოგია ძვირი არ არის, თუმცა, მოსაფიქრებელია, ვინ დააფინანსებს ამას.

„თბილისში აკუსტიკური დანაგვიანების კერები ტურისტულ ეპიცენტრებშია. ეს არის მაგალითად, შარდენის ქუჩა, ერეკლეს მოედანი, ახვლედიანის, ყოფილი პეროვსკაიას ქუჩა და ა.შ. აქ ზარალდება როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობა, ასევე ცალკეული ბიზნესები.

თუ ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რომ თბილისი უნდა იყოს მუსიკალური ქალაქი, სადაც ბევრი ღონისძიება კეთდება ღია ცის ქვეშ, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ, სად უნდა ჩატარდეს კონკრეტულად ეს ღონისძიებები, როგორ უნდა გადანაწილდეს და როგორ შეიძლება ამის ორგანიზება, დავტვირთოთ გარეუბნები და თუ ქალაქის ცენტრშია ღონისძიება, მოვერიდოთ გვიან საათებში ასეთი ღონისძიებების დასრულებას. მაგალითად, ბერლინმა გარკვეულწილად გადაწყვიტა ეს პრობლემა, კლუბებში იზოლაციის გაკეთებისთვის სესხები მისცეს მფლობელებს. დღესდღეობით, ეს ხმის იზოლირების ტექონოლოგია აღარ არის ძალიან ძვირი, უბრალოდ, მოსაფიქრებელი იქნება ვინ დააფინანსებს ამას. ჩვენ არ უნდა მოვკლათ საკლუბო და სარესტორნო ბიზნესი. შესაბამისად, ბევრისთვის ეს იქნება დამატებითი ხარჯი. ძალიან კარგი გამოცდილება აქვს ბერლინს, როდესაც სარესტორნო და საკლუბო ბიზნესი შედის კომუნიკაციაში ადგილობრივ მოსახლეობასთან და თანხმდებიან ინტერვენციების გარეშე. მზად ვარ, შუამავლის როლი მეც შევასრულო“, - განაცხადა გვარჯალაძემ.

მისივე თქმით, ღამის ეკონომიკის განსავითარებლად, თბილისის უბნების პოტენციალის კვლევა ანალიზის ეტაპზეა. როგორც გვარჯალაძე ამბობს, შესაძლოა, ღამის განმავლობაში როგორც თბილისის ტურისტული ცენტრები, ასევე გარეუბნების ნაწილიც დაიტვირთოს.

„კვლევა ანალიზის სტადიაშია. თუმცა, შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება გარკვეული საკითხების დანახვა. მე მაინც ვფიქრობ, რომ გარეუბნები ძალიან მნიშვნელოვანია. გლდანში განვითარების მეტ შანსებს ვხედავ, თუმცა, სფეროს ექსპერტები, ჩვენი სტუმრები აქცენტს მაინც თბილისის ძველ უბნებზე აკეთებენ. მაგალითად, მეიდანი, აბანოთუბანი, სადაც ტურიზმის ცენტრია და პოტენციალი მეტი აქვს. ასევე სოლოლაკში გაჩნდა პატარ-პარტარა ბარები, რასაც ხელშეწყობა სჭირდება. ვერაც არ არის ახალი უბანი და აქაც შეიძლება ბარების განვითარება. რაც შეეხება გარეუბნებს, გაბრიელ სალოსის გამზირზე „ელექტროვერკის“ ტერიტორიაზე მხოლოდ 10 პროცენტია ათვისებული და შესაძლებელია იქ ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე ძველი, ინდუსტრიული შენობა-ნაგებობების გამოყენება“, - განაცხადა გვარჯალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს