საფრანგეთში, მეფრინველეობის ფერმაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 30 ათასი წიწილა დაიწვა

საფრანგეთში, მეფრინველეობის ფერმაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 30 ათასი წიწილა დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული რადიოსადგური France Info ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ნორის დეპარტამენტში მდებარე მეფრინველეობის კომპლექსის ერთ-ერთ შენობაში ჩალას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად 1,5 ათასი კვადრატული მეტრი ფართობია დამწვარი.

ხანძრის სხვა ობიექტებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა