მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობზე - ან ამბიონზე დადგეს და იგალობოს, ან რაღაც გააკეთოს - გაუგებარია, ხან პატიება იქადაგო და ხან გაიძახოდე, არავის არაფერს ვაპატიებო

ნუ ცრუობს, გაანებოს ამ ცრუპენტელობას თავი, ამხელა კაცია, ამბიონზე დადგეს, ან იგალობოს, ან რაღაც გააკეთოს, თორემ დავიტანჯეთ, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ რამიშვილი მას პატივისა და ღირსების შელახვისთვის 20 000 ლარს სთხოვდა, თუმცა, სასამართლომ ერთი ლარის გადახდა დააკისრა. მეუფის განმარტებით, ამ თანხას ის მურისიძეს და ჩინჩალაძეს გადაახდევინებს.

„კანონის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ექვემდებარება. მას აქვს უფლება გასაჩივრების, ირბინოს და იყოს. ფაქტი ერთია, არ უნდა თქვა ისეთი რაღაც, რაც ბუმერანგივით ცუდად დაგიბრუნდება. უნდა მიხედო შენს თავს, ტვინს, ცხოვრებას და არა „ვანკა სტანსკასავით“ ხან იქ გადახტე და ხან აქეთ, ხან პატიება იქადაგო და ხან, არავის არაფერს ვაპატიებო, გაიძახოდე - ეს გაუგებარია. კი ბატონო, 20 000-ს ვითხოვდი, მაგრამ მერე გადავიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ჩემი პატივი და ღირსება შეუფასებელია. სასამართლომ კი არ დააკისრა, მე თვითონ შევცვალე ჩემი სასარჩელო მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებით. ნუ ცრუობს, გაანებოს ამ ცრუპენტელობას თავი, ამხელა კაცია, ამბიონზე დადგეს, ან იგალობოს, ან რაღაც ქნას, თორემ დავიტანჯეთ“, - აცხადებს რამიშვილი.

ადვოკატი პატრიარქის ქორეპისკოპოსს საკუთარ თავში გარკვევისკენ მოუწოდებს.

„მან თავის თავს გაურკვიოს საერთოდ რა უნდა. ჯერ იმაში გაერკვიოს, ვისგან რას ელოდება და ვის რას სთხოვს. ის გაარკვიოს თვითონ, ვინ არის და მერე ილაპარაკოს. თბილისი და საქართველო ძალიან პატარაა, ყველამ ყველაფერი იცის ერთმანეთზე. პირში კბილები იმიტომ გაქვს, სანამ ენა გაძვრება, კბილი დააჭიროს, მისთვის უკეთესი იქნება. თავის თავს გაურკვიოს საერთოდ ვინ არის და რა უნდა. მან რა უნდა გაარკვიოს? გარკვეულია ყველაფერი“, - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ქორეპისკოპოს იაკობს მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებული ცილისმწამებლური განცხადების საჯაროდ უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დაეკისრა. მეუფე იაკობმა მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებით „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„20 000-ს მთხოვდა მიხეილ რამიშვილი, ლარად შეუფასა სასამართლომ , მაგრამ ლარს მათ გადავახდევინებ თვითონ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს. მე არ ვარ ის კაცი, ვიღაცას თავი დავუხარო“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო