გიორგი ქობულია - რეგიონებში ტურიზმის მეტად განვითარება ჩვენი პრიორიტეტია

საქართველოში გვაქვს ბევრი ტურისტულად პოპულარული ქალაქი, თუმცა, რეგიონებში ტურიზმის მეტად განვითარება ჩვენი პრიორიტეტია. ამ მიზნით, მომდევნო წლებში როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად ჩვენ მეტ ძალისხმევას რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მივმართავთ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ხაზი გაუსვა ტურისტული შეთავაზებების გამრავალფეროვნების აუცილებლობას. მან ისაუბრა ტურისტული ადგილების განვითარებაზე როგორც ტრადიციულ ტურისტულ ადგილებში, ასევე აქამდე ტურიზმით ნაკლებად ცნობილ დასახლებებში.

გიორგი ქობულიას განცხადებით, ამ მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან, რათა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებსა და დასახლებულ პუნქტებში ტურიზმის განვითარების სრულფასოვანი გეგმა ჩამოყალიბდეს და მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაასახელა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, მათ შორის მარტვილში სალხინოს რეზიდენციის, დუშეთის მუნიციპალიტეტში ჭილაშვილების სასახლის, კასპში ორბელიანების სასახლისა და სხვა ძეგლების ტურისტულ ობიექტებად ფორმირება.

გიორგი ქობულიამ, ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოს კიდევ ერთ სიმდიდრეზე, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულოს რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიმართულებით. საუბარია სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურორტების პოპულარიზაციაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა