ნატა კვაჭანტირაძე - 2018 წელს საქართველოში ტურისტების  რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

2018 წელს საქართველოში ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა- ჩვენს ქვეყანაში 8 მილიონ 700 ათასამდე ვიზიტი შედგა, აქედან ნახევარზე მეტი ტურისტია, რომელიც საქართველოში ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გასაცნობად ჩამოდის, - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ნატა კვაჭანტირაძე 2018 წლის საერთაშორისო ვიზიტორთა სტატისტიკის პრეზენტაციას დაესწრო.

„ტურიზმის სფეროში ინფრასტრუქტურის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და რეგიონების განვითარების მიზნით მომავალში ძალიან ბევრი ღონისძიება გაიმართება, იგეგმება ინვესტიციები სასტუმრო სფეროში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვის, ამ პროცესში აქტიურად ჩართულია კერძო სექტორი“, - განაცხადა ნატა კვაჭანტირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა