ლევან კობერიძე არ უარყოფს, რომ გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებულ საკითხს შეეხო, თუმცა აცხადებს, რომ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებაზე მსჯელობა არ ყოფილა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე არ უარყოფს, რომ მმართველი გუნდის გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებულ საკითხს შეეხო, თუმცა აცხადებს, რომ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებაზე მსჯელობა არ ყოფილა.

"არის მისაღები და სწრაფად აღსადგენი დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონზე, რომლის ინიციატორი, მათ შორის მეც ვარ. მარიხუანას საკითხი გავლილი თემაა და ამაზე გადაწყვეტილება მიღებულია. საუბარი, რომ კანონპროექტი შემობრუნდეს უკან, არ ყოფილა. გუნდში ბევრ საკითხზე არის საუბარი, მათ შორის ვაჯამებთ გასულ კანონპროექტებს, მათ შორის შესაძლოა, საუბარი შეეხოს ამ კანონპროექტსაც",- განაცხადა კობერიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გამო გუნდზე გაბრაზებულია, რასთან დაკავშირებითაც საკუთარი უკმაყოფილება პარტიის ოფისში გუშინ გამართულ შეხვედრაზეც გამოხატა.

როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ფრაქციის გუშინდელ სხდომაზე წამოჭრა, სწორედ „კანაფის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი იყო. სააგენტოს ინფორმაციით, ივანიშვილმა დეპუტატების მიმართ უკმაყოფილება და მძაფრი რეაქცია გამოხატა იმის გამო, რომ პარლამენტმა აღნიშნული პროექტის მიღება ვერ შესძლო და მისი საკანონმდებლო ორგანოდან გაწვევის საჭიროება შეიქმნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხზე 2 წლის განმავლობაში მუშაობდა და ინიციატივის საზოგადოებამდე სწორად მისატანად მმართველ გუნდს უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა. ამასთან, წყაროს ცნობით, ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ კანონპროექტის გაწვევის შედეგად ქვეყანამ „დიდი ფული“ დაკარგა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა