საბავშვო ბაღის ზეიმზე პიროტექნიკის აფეთქების გამო 71-ე ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილემ, ჯგუფის აღმზრდელმა და მისმა თანაშემწემ თანამდებობები დატოვეს

თბილისის 71-ე ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილემ, ჯგუფის აღმზრდელმა და მისმა თანაშემწემ დაკავებული პოზიციები დატოვეს. ამის შესხებ „ინტერპრესნიუსს“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, მათი გათავისუფლება ღონისძიების მიმდინარეობის დროს პიროტექნიკის გამოყენებას უკავშირდება. ამასთან, ბაგა-ბაღების სააგენტოს განმარტებით, დირექტორის მოადგილე ბაგა-ბაღის დირექტორის ბრძანებით გათავისუფლდა, აღმზრდელმა და მისმა თანაშემწემ კი სამსახურის დატოვების შესახებ განცხადებები თავად დაწერეს.

„მომხდარის შემდეგ დირექტორმა ბაგა-ბაღების სააგენტო საქმის კურში იმ დღესვე ჩააყენა. ბაღის ადმინისტრაციამ განცხადება დაწერა, რის შემდეგაც საკითხის მოკვლევა დაიწყო. მომხდარის შესახებ ბაგა-ბაღების სააგენტო 26 დეკემბრიდანვე საქმის კურში იყო“, - აღნიშნეს ბაგა-ბაღების სააგენტოში.

26 დეკემბერს, თბილისის 71-ე ბაგა-ბაღში საზეიმო ღონისძიების დროს პიროტექნიკა აფეთქდა. აფეთქების შედეგად ერთმა ბავშვმა მსუბუქი დაზიანება მიიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ბავშვი საავადმყოფოდან მალევე გაწერეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს