კიოლნის ცენტრში სროლის ხმა ისმოდა, დაკავებულია ერთი ადამიანი

კიოლნის ცენტრში სროლები იყო, ამ დროისთის დაკავებულია ერთი ადამიანი. ამის შესახებ „ბილდი“ იუწყება.

გამოცემის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, სროლა ცენტრალური სადგურის მახლობლად მოხდა, რის შემდეგაც, სამართალდამცველებმა ერთი მამაკაცი, ახლომდებარე მეტროს სადგურთან დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულს თან ცივი იარაღი აღმოაჩნდა. მოწმეების თანახმად, დამნაშავე ავტომანქანაში ჩაჯდა ადგილიდან მიიმალა. სავარაუდოდ, არსებობს მეორე ეჭვმიტანიულიც.

პოლიციამ იმ ქუჩაზე, სადაც სროლები იყო, ერთ-ერთ შენობაში ჩხრეკაც ჩაატარა. ამ დროისთვის იქ მათ არავინ დაუკავებიათ. გავრცელებუყლი ინფორმაციით, სროლა რამდენიმე მამაკაცს შორის ქუჩაში მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო