ირაკლი კობახიძე - ილია მეორის მოღვაწეობა არის საწინდარი ჩვენი ერის მომავალი განვითარებისა

პარლამენტის თავმჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს იუბილის აღსანიშნავ მიღებაზე იმყოფებოდა. ირაკლი კობახიძემ პატრიარქს დაბადების დღე პირადად მიულოცა და ქართული ეკლესიის აღორძინებასა და საზოგადოების სულიერ გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„ეს დღე დღესასწაულია თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული ქართველისთვის, იმიტომ, რომ ამ დღეს უკავშირდება ჩვენი ეკლესიის აღორძინება, ჩვენი საზოგადოების სულიერი გაძლიერება. მე მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობის თითოეული დღისთვის, თითოეული წუთისთვის. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ იმ წვლილისთვის, რომელიც შეტანილი გაქვთ ჩვენი საზოგადოების გაძლიერებაში და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი მოღვაწეობა არის საწინდარი ჩვენი ერის მომავალი განვითარებისათვის“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

ილია მეორეს იუბილე ასევე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს