დონალდ ტრამპი - შეგვიძლია ქვეყანაში  საგანგებო მდგომარეობის შემოღება და კონგრესის გვერდის ავლით, აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსების მიღება

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება შეუძლია, რათა კონგრესის გვერდის ავლით აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება მიიღოს.

ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვეს, განიხილავს თუ არა ის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას კედლის მშენებლობისთვის კონგრესის თანხმობის გარეშე დაფინანსების გამოსაყოფად.

„მე შემიძლია ამის გაკეთება თუ ამას მოვინდომებ. ჩვენ შეგვიძლია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება და ძალიან სწრაფად კედლის აშენება. ეს ქმედება შეიძლება საჭირო გახდეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

როგორც ტელეარხი ABC განმარტავს, სასაზღვრო სიტუაციასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში ტრამპს შეუძლია გამოიყენოს კონგრესის მიერ საგანგებო სიტუაციებისთვის გამოყოფილი სახსრები.

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბრიდან, საბიუჯეტო სახსრების არარსებობის გამო, აშშ-ს მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ შეჩერებულია. ამერიკელ კანონმდებლებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ 2019 წლის ბიუჯეტი, ვინაიდან მათ კომპრომისული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო