ალეკო ელისაშვილი - საპენსიო რეფორმა თაღლითური და მძარცველური სქემაა

როგორც წლების წინ ვანო ჩხარტიშვილმა ჩვენი ბებიები და ბაბუები დატოვა ანაბრების გარეშე, ზუსტად ასე „ ქართულ ოცნებაში" ახლა გამოჩნდება ახალი ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც 20-25 წლის შემდეგ ამ დაგროვებული პენსიის გარეშე დატოვებს საქართველოს მოსახლეობას, - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მან საპენსიო რეფორმას მძარცველური და თაღლითური სქემა უწოდა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ იმ პროცესს, რომელიც დაიწყო საქართველოში უკვე მეხუთე დღეა, და რატომღაც ხელისუფლებამ ამას საპენსიო რეფორმა დაარქვა. არანაირი კავშირი ამას საპენსიო რეფორმასთან არა აქვს. ეს არის ჩვეულებრივი მძარცველური სქემა, რომლის მიზანია ამ გაღატაკებული ქვეყნიდან და ამ ქვეყნის ღატაკი მოსახლეობის ჯიბეებიდან ამოიღონ დამატებით ფული. ჩვენ დეტალურად ვსწავლობდით ამ სქემას მის ამოქმედებამდე, და, სამწუხაროდ, ვართ ღრმად დარწმუნებულები, რომ ეს სქემა იმდენად ბუნდოვანი და საეჭვოა, რომ როგორც წლების წინ ვანო ჩხარტიშვილმა ჩვენი ბებიები და ბაბუები დატოვა ანაბრების გარეშე, ზუსტად ასე "ქართულ ოცნებაში" ახლა გამოჩნდება ახალი ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც 20-25 წლის შემდეგ ამ დაგროვებული პენსიის გარეშე დატოვებს საქართველოს მოსახლეობას. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევთ, ყაჩაღობის და ძარცვის სისტემის გარდა. თუკი ოდნავ ადეკვატურობა მაინც შერჩენია ხელისუფლებას, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ამ პროცესის შეჩერება, ადეკვატური მსჯელობის გამართვა და შემდეგ მოსახლეობისთვის ნორმალური სისტემის შეთავაზება", - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის დასაწყისიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. რეფორმის ფარგლებში პენსიის დაგროვება სავალდებულო გახდება 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის, ხოლო 40 წელს გადაცილებულთათვის სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება. ყოველთვიურად დასაქმებულის ხელფასის 6% გადაირიცხება საპენსიო ფონდში, თუმცა მოქალაქეს მხოლოდ 2%-ის გაღება მოუწევს - 2-2%-ს დამსაქმებელი და სახელმწიფო ჩარიცხავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა