პატრიარქი - ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ ერთმანეთის სიმძიმეს კი არ ვიტვირთავთ, არამედ ვამძიმებთ

ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ ერთმანეთის სიმძიმეს კი არ ვიტვირთავთ, არამედ ვამძიმებთ,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ გუშინდელ მიღებაზე განაცხადა, რომელიც მისი დაბადების დღის აღსანიშნავად გაიმართა. პატრიარქმა შეკრებილ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და დალოცა.

„პავლე მოციქულს ასეთი სიტყვები აქვს დაწერილი: ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ასე აღასრულეთ სჯული ქრისტესი. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ ერთმანეთის სიმძიმეს კი არ ვიტვირთავთ, არამედ ვამძიმებთ. დღევანდელი დღე და საღამო განსაკუთრებით არის ის საღამო, როცა თქვენ იტვირთეთ ჩემი სიმძიმე. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისათვის. 41 წელია მე ვემსახურები საქართველოს ეკლესიას და ვმადლობ უფალს და გმადლობთ თქვენ, ღვთის წყალობა და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ეს შეუძლებელი იქნებოდა. ჯვარი გეწეროთ“, - განაცხადა პატრიარქმა.

გუშინ საქართველოს პატრიარქი 86 წლის გახდა.

იხილეთ ვიდეო: "მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულის" - პატრიარქის დაბადების დღისადმი საზეიმო მიღება და ზურაბიშვილი, ბახტაძე, კობახიძე და სხვა თანამდებობის პირები სტუმრად იუბილართან

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა