პრეზიდენტი „რუხის სავაჭრო ცენტრში“ ინოვაციების ცენტრს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ კომპანია „რუხის სავაჭრო ცენტრში“ არსებულ ინოვაციების ცენტრს ესტუმრა. სალომე ზურაბიშვილი ინოვაციების ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და ტექნოპარკის მიზნებს გაეცნო. პრეზიდენტი ტრენინგებზე შეკრებილ ბავშვებს გაესაუბრა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კერძო კომპანიები ამ სივრცის გამოყენებით საკუთარ ბიზნეს საქმიანობას ავითარებენ და ყოველდღიურად იღრმავებენ საჭირო ცოდნას, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე, მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.

პრეზიდენტს ტრენინგებზე შეკრებილმა ახალგაზრდებმა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ამობეჭდილი საქართველოს დროშა უსახსოვრეს.

სალომე ზურაბიშვილმა „რუხის სავაჭრო ცენტრი“ დაათვალიერა. საოკუპაციო ხაზიდან 600 მეტრში მდებარე რუხი მოლის ფუნქციები პრეზიდენტს სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და „რუხის სავაჭრო ცენტრის“ დირექტორმა დავით მაჭავარიანმა გააცნო.

აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა