ქეთევან ციხელაშვილი - ვისურვებდი იმ ამოცანებისთვის, რასაც ოთხოზორია და უამრავი ჩვენი თანამემამულე შეეწირა, მშვიდობით, შერიგებისა და ერთიანობის გზით მიგვეღწიოს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გიგა ოთხოზორიას ოჯახში იმყოფებოდა.

გიგა ოთხოზორია განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის დაჯილდოვდა. სახელმწიფო მინისტრის თქმით, აღნიშნული ნაბიჯით საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ მიაგო პატივი გიგა ოთხოზრიას და გამოხატა პატივისცემა მისი ოჯახის მიმართ.

„საქართველოს მთავრობის სახელით, გიგა ოთხოზორიას ოჯახს გადავეცით მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“, იმ თავგანწირვისათვის, რაც მან გამოიჩინა. აქ იზრდება ორი არაჩვეულებრივი ბავშვი, გიგას ორი შვილი და მინდა მათ, გიგას მთელ ოჯახს ბედნიერი ახლი წელი ვუსურვო. მთელ საქართველოს ვუსურვებ, რომ იმ ამოცანებისათვის, რასაც გიგა და უამრავი ჩვენი თანამემამულე შეეწირა, მშვიდობით, შერიგებისა და ერთიანობის გზით მიგვეღწიოს. არ შემიძლია არ ვთქვა ის, რაც ამ ოჯახში ქალბატონი ჯულიეტასგან, გიგას დედისგან გავიგე - ადამიანმა, რომელიც შვილმოკლული დედაა თქვა, რომ ამ ტივილის მიუხედავად ვერც აფხაზებსა და ვერც ოსებს მტრებად ვერ აღიქვამს და ისინი ახლობლებად მიაჩნია. ამით ჩვენ ყველას მოგვცა ძალა და მოგვიწოდა, რომ შერიგებისა და ერთობის აღდგენისათვის ვიმუშავოთ. ეს საოცარი სიტყვები, გრძნობა, გამძლეობა და მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის, რაც გვაკისრებს პასუხისმგებლობას და გვაჩვენებს გზას, რომლითაც უალტერნატივოდ უნდა ვიაროთ. მთავრობას ამ მიმარუთელებით ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები აქვს,“ -აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის ოჯახებმა საახალწლოდ 2000-2000 ლარი მიიღეს.

აღნიშნულ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2019
მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
Konica Minolta-ს პირველი ოფისი 12 ნოემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
ტოიოტა ფორტუნერი - თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე, ახლა უკვე დიზელის ძრავით
აგრესიული რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა
Volvo Art Night - ვოლვო საქართველო გლობალური მიზნების კვალდაკვალ (R)
Trade In! გადაცვალე ძველი ტექნიკა ახალში  - „ელიტ ელექტრონიქსის ახალი წამოწყება“
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპი - "საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მასთან ბრძოლის ნაციონალური და ინტერნაციონალური სამართლებრივი გზები და საშუალებები” ჩატარდა