ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

„ამერიკის მეგობართა კლუბის’’ ინიციატივითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, პროექტის „გვახსოვდეს ჩვენი გმირები’’ ფარგლებში, 2008 წელს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

ღონისძიების ორგანიზატორებმა, პატარებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებაზე სტუმრებს „ამერიკის მეგობართა კლუბის“ პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა მიმართა.

„თითოეული ჩვენგანის ვალია, გვახსოვდეს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირები და პატივს მივაგებდეთ მათ ხსოვნას. თქვენ უნდა იამაყოთ თქვენი მამებით, რომელთაც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე მიიტანეს ამ ქვეყნის სამსხვერპლოზე’’, - განაცხადა ილია ზუკაკიშვილმა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ თოფურიამ აღნიშნა, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მზადაა ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების პრობლემების გადასაჭრელად.

„მე ქედს ვიხრი საქართველოსთვის დაღუპული თითოეული გმირის ხსოვნის, მათი ოჯახის წევრების წინაშე. მინდა, გისურვოთ, ისეთ ერთიან, ძლიერ, მშვიდობიან საქართველოში გეცხოვროთ, რომლისთვისაც თქვენი მამები იბრძოდნენ და თავი გაწირეს, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და რომლისთვის ბრძოლა დღემდე გრძელდება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური თითოეული თქვენგანის ოჯახია, სადაც მზად ვართ, ძალ-ღონე არ დავიშუროთ, იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც დგახართ’’, - განაცხადა მალხაზ თოფურიამ.

სტუმრებმა, ღონისძიების ორგანიზატორებს, „ამერიკის მეგობართა კლუბს’’, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და მომავალში მიზნობრივი შეხვედრების სურვილი გამოთქვეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს