სტამბოლში უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემის პროცედურა მიმდინარეობს

სტამბოლში უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემის პროცედურა მიმდინარეობს. ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ დოკუმენტს მსოფლიო პატრიარქმა ხელი გუშინ მოაწერა.

საღმრთო ლიტურგიის დროს მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ტომოსს უკრაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ეპიფანეს გადასცემს. ისტორიულ მოვლენას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სამღვდელოებასთან ერთად უკრაინის პრეზიდენტიც ესწრება.

შეგახსენებთ, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის მინიჭების გადაწყვეტილება 11 ოქტომბერს მიიღო. ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერისკენ სხვა ეკლესიების მეთაურებსაც მოუწოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა