ზაზა ვაშაყმაძემ სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსსა და მრევლს იესო ქრისტეს  შობის, განცხადებისა და ნათლისღების დღესასწაული მიულოცეს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და სააგენტოს თანამშრომლებმა სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსსა და მრევლს იესო ქრისტეს შობის, განცხადებისა და ნათლისღების დღესასწაული მიულოცეს.

„დღეს, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს შობას, განცხადებას და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს. დილით სუბ გევორქის თბილისის ტაძარში წმინდა წირვა აღევლინა, ხოლო შემდგომ წყალკურთხევა შესრულდა - ხალხური ტრადიციისამებრ, ჯვრის წყალში შთაფვლის მსახურება.

მსახურებას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და თანამშრომლები. სააგენტოს თავმჯდომარემ სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსსა და მრევლს დღესასწაული მიულოცა, წარმატებები და წინსვლა უსურვა“, - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა