დავით ბაქრაძე - მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ქრისტეს შობა და ვისურვო, რომ ყველა ოჯახში ყოფილიყოს იმედი, მშვიდობა და წარმატებები

მინდა მივულოცო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მთელ საქართველოს და ვისურვო, რომ ყველა ოჯახში ყოფილიყოს იმედი, მშვიდობა, წინსვლა და წარმატებები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საშობაო ლიტურგიას დაესწრო.

„ქრისტეს შობა არის იმედის, სინათლის და სიკეთის უდიდესი დღესასწაული. მე მინდა მივულოცო მთელ საქართველოს და ვისურვო, რომ ყველა ოჯახში ყოფილიყოს იმედი, მშვიდობა, წინსვლა და წარმატებები 2019 წელს. ვულოცავ ყველას ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მრავალ შობას დავესწროთ“, - ნათქვამია ბაქრაძის საშობაო მილოცვაში.

დავით ბაქრაძე ასევე პატრიარქის საშობაო ეპისტოლესაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიყვარული და მიტევება, ისევე როგორც ამ ეპისტოლეში, ყველა წინა ეპისტოლეშიც იყო უწმინდესის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საზოგადოების მიმართ.

„ეპისტოლეს ძირითადი ნაწილი ეხებოდა იმას, რაც ძალიან აკლია დღეს ჩვენ საზოგადოებას და რაზეც მუდმივად საუბრობს უწმინდესი. ეს გახლავთ სიყვარული, ეს გახლავთ მიტევების უნარი ერთმანეთის მიმართ, ეს გახლავთ ის, რომ ჩვენ, ქართველებმა, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთთან მშვიდობიანად ცხოვრება და უნდა ვისწავლოთ, რომ ყველა ერთად ვაშენებთ ერთ ქვეყანას. სიყვარული და მიტევება ისევე როგორც ამ ეპისტოლეში, ყველა წინა ეპისტოლეშიც იყო უწმინდესის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საზოგადოების მიმართ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ის ნაწილი, სადაც მან ისაუბრა განათლებაზე, ვინაიდან ერთ-ერთი პრობლემური საკითხი დღეს საქართველოში არის განათლების გაუმჯობესება. ამიტომ, როგორც ყოველთვის, უწმინდესის ეპისტოლე იყო ეხებოდა იმ თემებს, რაც აწუხებს საზოგადოებას და განვმეორდები - მთავარი ჩემთვის, ისე როგორც ყველა მის წინა ეპისტოლეში, იყო მოწოდება სიყვარულის, მიმტევებლობის, მოთმინების და ერთად დადგომის შესახებ. ეს არის ის, რაც ძალიან სჭირდება საქართველოს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა