გიგი წერეთელი - ეს განსაკუთრებული შობაა, რადგან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, უკრაინის ეკლესიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა

ეს განსაკუთრებული შობაა მართლმადიდებელი სამყაროსთვის, იმიტომ რომ უკრაინის ეკლესიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საშობაო ლიტურგიას დაესწრო.

„ვულოცავ ყველას ამ არაჩვეულებრივ დღეს, რომელიც სიხარულით არის სავსე. ყველა ოჯახს საქართველოში ჰქონდეს ეს ბედნიერება და შობას მოეტანოს ბევრი სიკეთე, რაც აუცილებლად საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის. მეტი სიყვარული, მეტი პატივისცემა, მეტი რწმენა. ეს განსაკუთრებული შობაა მართლმადიდებელი სამყაროსთვის, იმიტომ რომ მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა, უკრაინის ეკლესიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ვულოცავ უკრაინელ ხალხს ამ დიდ მოვლენას“, - განაცხადა წერეთელმა.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო