ზაზა გაბუნია - მინდა, მადლიერება გამოვხატო მისი უწმინდესობისადმი, „დედაენის“ სკოლებში დაბრუნების საკითხის საშობაო ეპისტოლეში მოხსენიების გამო

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, რომელიც სკოლებში "დედაენის" დაბრუნების შესახებ მომზადებული კანონპროექტის ავტორია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება და პატრიარქს მადლობას უხდის.

“როგორც “დედაენის“ სკოლებში დაბრუნების კანონპროექტის ავტორმა, მინდა, მადლიერება გამოვხატო მისი უწმინდესობისადმი ამ საკითხის საშობაო ეპისტოლეში მოხსენიების გამო. ეს დიდი და მნიშვნელოვანი სიტყვებია ჩვენთვის.

ამ საკითხზე სამუშაო მიმდინარე წელსაც გაგრძელდება და მოხარული ვარ, რომ მას მთელი ჩვენი საზოგადოების დიდი ყურადღება და ხალხის დიდი მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა