მამუკა მდინარაძე - საჭიროა ბალანსის დაცვა სიტყვის გამოხატვასა და დეზინფორმაციას შორის

საჭიროა ბალანსის დაცვა სიტყვის გამოხატვასა და დეზინფორმაციას შორის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტები მდინარაძისგან დაინტერესდნენ პატრიარქის ეპისტოლის იმ მონაკვეთით, სადაც დეზინფორმაციაზე იყო საუბარი.

„პირველ რიგში არის მორალური ვალდებულება ყველა ადამიანის, არა მხოლოდ მათი ვინც ინფორმაციის გავრცელებაზე არიან პასუხისმგებლები, რომ რაც შეიძლება სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას და არასწორი ინფორმაციებით საზოგადოება არ შევიყვანოთ შეცდომაში. მეორე მხრივ სიტყვის თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს ჩვენს ქვეყანაში. ამ ორ სიკეთეს შორის არის ბალანსი სწორად დასაცავი, რომ არც ერთ და არც მეორე მხარეს საზოგადოების არც ერთი წევრის ინტერესი არ დაზიანდეს.

რაც შეეხება საკითხს, ვიმსჯელებთ თუ არა ამ თემაზე - ჩვენ ნებისმიერი მოქალაქის კანონპროექტზე ვმსჯელობთ. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მათ შორის საფრანგეთმა მიიღო შესაბამისი ნორმები, სადაც დეზინფორმაციაზეა საუბარი, მაგრამ მეორე მხარეს არის სიტყვის თავისუფლების უდიდესი ინტერესი და ვიმსჯელებთ ბალანსზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონების დიდი მცდელობაა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.

როგორც საშობაო ეპისტოლეშია აღნიშნული, სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ, საჯაროდ გამოთქვას აზრი და ამისთვის გამოიყენოს მასმედიაც და სოციალური ქსელიც, რაც პიროვნული თავისუფლების განცდას ბადებს და ნანახისა თუ ნააზრევის სხვისთვის გაზიარების შესაძლებლობას ქმნის, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა“.

„დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, - გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, - ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს. ამის მოქმედთ, ალბათ, ჰგონიათ, რომ რაკი სხვასზე ფიზიკურად არ ძალადობენ და სხეულის დაზიანებას არ აყენებენ, ეს დანაშაული უმნიშვნელოა, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. სიტყვას უჩვეულო ძალა აქვს, - როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, რადგან მას ქმნადობის უნარი გააჩნია. არის სიტყვა სიცოცხლის მომნიჭებელი და სიტყვა - სიკვდილის ტოლფასი. ამასთან, არც ერთი ჩვენი ნათქვამი არ ქრება და იგი ჩვენი მამხილებელი იქნება ღვთის წინაშე“, - ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა