საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კონფლიქტის ზონის მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის წევრებმა თემურ ხუბულურმა და იოსებ მაკრახიძემ, ასევე, პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტის ზონის სოფელ ზარდიაანთაკარის მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის წევრებმა ქართულ და ოსურ ოჯახებს საკვები პროდუქტები, ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გაეცნენ და მათ დახმარება აღუთქვეს. პარლამენტის წევრებმა სოფელ ზარდიაანთაკარში მდებარე ქართული საგუშაგოების ჯარისკაცებიც მოინახულეს და შობის დღესასწაული მიულოცეს.

„საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ზარდიაანთკარში მივულოცეთ შობა და ახალი წელი მოსახლეობას, იმ ბიჭებს, რომლებიც პოსტზე დგანან ვაჟკაცურად. არის საკითხები, რომელიც უნდა გადაწყდეს. რიგი საკითხებისა მოგვარებულია, სოფელში გაზიც შემოყვანილია, მაგრამ მთავარი თემა მაინც, რასაკვირველია, საოკუპაციო ხაზთან ცხოვრების სიმძიმეა. ამ სიმძიმის შესამსუბუქებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. ყველას ვულოცავ, ამ სოფელსაც, ქართლსაც და საქართველოსაც შობის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება ხელისუფლების მხრიდან.

„დღეს შობა მივულოცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზთან. აქ ერთ მხარეს ჩვენი საგუშაგოა, მეორე მხარეს კი, რამდენიმე ათეულ მეტრში არის საგუშაგო, რომელიც ფაქტიურად ეკუთვნის სხვა ქვეყნის, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს. აქვე ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა ცხოვრება მძიმეა. ჩვენ ვცდილობთ, შევუმსუბუქოთ ყოფა საშობაო-საახალხლო ნობათით, თუმცა როგორც ვხვდებით, ყურადღება უფრო უმსუბუქებს მათ ამ სიმძიმეს. ყურადღება ამ ადამიანებს არასდროს არ უნდა მოაკლდეთ იმიტომ, რომ ესენი არიან გმირი ადამიანები ისევე, როგორც ის ჯარისკაცები, რომლებიც საოკუპაციო ხაზს იცავენ. შობას ვულოცავ მათ და ვუსურვებ ქვეყნის გამთლიანებას, ამ სიმძიმის მოხსნას, რომელიც ქართველი ერის და ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი მთავარი მიზანია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზი.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აქ მოსახლე ადამიანებს შევუმსუბუქოთ ყოფა, ყოველდღიური პრობლემები. ვულოცავ მთლიანად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - განაცხადა გუბერნატორმა.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2020
რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
კახა ძაგანია - "პატრიოტთა ალიანსმა" ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა"
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!"
ნანა დევდარიანი - "31 ოქტომბერს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის  დასჯის!"
ევექსი კლინიკები მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის COVID 19-ის PCR ტესტირების პროცესს ცვლის
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" კოვიდ ეპიდემიის თემას ოსტატურად იყენებს და თავის ნაცვლად ექიმებს ალაპარაკებს!" (R)
სოსო შატბერაშვილი - "თუ გსურთ შერიგება ოსებთან და აფხაზებთან - მხარი "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭირეთ!" (R)
გურამ ნიკოლაიშვილი: ვეტერანთა უფლებებს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსი"დაიცავს! (R)