ეკა ბესელიას განცხადებით, ირაკლი კობახიძე მოსამართლეობის კანდიდატების სიის დაჩქარებულად განხილვას სთხოვდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წლის ბოლო სამუშაო დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომის ჩანიშვნას და მოსამართლეობის კანდიდატების სიის დაჩქარებულად განხილვას სთხოვდა.

როგორც ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის წინააღმდეგი იყო და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომით, ეს პროცესი გადადო.

„პარასკევს სხდომის ჩანიშვნის იდეა ირაკლი კობახიძემ მომაწოდა. პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩემდა სამწუხაროდ, მიაჩნდა, რომ შესაძლებელი იყო ამ სხდომის ჩატარება პარასკევსვე და ამ სხდომაზე ამ სიის მხარდაჭერა და იმავე დღეს სესიაზე ამ სიის გატანა. ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი რამ. ვიდრე შინაარსზე ვისაუბრებდი, თვითონ ფორმაც, სულ რომ იდეალური ყოფილიყო ის სია და არ ყოფილიყო მასში ისეთი გვარები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ძველი რეჟიმის ძალადობრივი სისტემის სასამართლოსთან, რომლის შეცვლასაც წლების განმავლობაში მე და ჩემი მეგობრები ქუჩაში, პლასტიკური ტყვიების, ხელჯოხების, გაზის გამოყენების თუ სპეცრაზმის დარბევის ქვეშ ვიცავდით და არასდროს დაგვიხევია უკან ამ ბრძოლაში... წარმოიდგინეთ მოცემულობა, რომ მე, ერთ-ერთი ის ადამიანი, ვინც პოლიტიკაში იმიტომ აღმოვჩნდი, რომ ქვეყანაში არ არსებობდა მართლმსაჯულება და იმაზე უფრო კომფორტული კაბინეტი მქონდა, ვიდრე ახლა ბატონი კობახიძეა შესული. იმაზე უფრო კომფორტულ კაბინეტზე ვთქვი უარი 2006 წელს, როდესაც ადვოკატი ვიყავი, ჩემი საკუთარი კომპანია მქონდა, კომფორტული გარემო და თავისუფლება მქონდა, მაგრამ არ მქონდა სასამართლო. როცა ქუჩაში გავედით და ძალიან ბევრნი ვიბრძოდით, მაგრამ არა ის ადამიანები, ვინც დღეს გვიპირისპირდება, მე არცერთი მათგანი ბრძოლაში არ მინახავს. 2016 წელს ძალიან ადვილია, გამარჯვებულ გუნდთან მიხვიდე“, - განაცხადა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა