ეკა ბესელია - მოდით, ყველა იმ ადამიანს, ვინც გუნდურობას მასწავლის და რაღაც ვერსიებს ავითარებს, ჰკითხეთ, დაუჭერენ თუ არა მოსამართლეობის კანდიდატების სიას მხარს

მოდით, ყველამ სათითაოდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ღიად და საჯაროდ, რას ფიქრობს მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით - უნდა იყოს თუ არა ეს სია გაწვეული და დაუჭერენ თუ არა მხარს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იმ ადამიანებმა, ვინც მას გუნდურობას ასწავლის, საჯაროდ უნდა თქვან, დაუჭერენ თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიას მხარს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ამით გამოჩნდება მათი პოზიცია, ვინც დღეს ირაკლი კობახიძის მიერ მოფიქრებულ ვერსიას ავითარებს.

„რა დავალებით ისაუბრებს კახა კუჭავა, მდინარაძე ან რომელიმე სხვა კოლეგა, ეს გასაგებია, რომ არის იმ ჯგუფის პოზიცია, რომელსაც არ გამოუხატავს თავისი პროტესტი და წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ამ პროცესის და ამ სიის მიმართ. ამიტომ მოდით ყველამ სათითაოდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ღიად და საჯაროდ, რას ფიქრობს ამ სიასთან დაკავშირებით - უნდა იყოს თუ არა ეს სია გაწვეული და დაუჭერენ თუ არა მას მხარს. მოდით, ყველა ის ადამიანი, ვინც გუნდურობას მასწავლის, რაღაც ვერსიებს ავითარებს და ჩემს ნაცვლად საუბრობს მიზეზებზე, უმჯობესია პირდაპირ მათ ჰკითხოთ დაუჭერენ თუ არა იმ ადამიანებს მხარს, რომლებიც ამ სიაში არიან. გამოჩნდება მათი პოზიცია, ვინც დღეს საჯაროდ ავითარებს იმ ვერსიას, რაც მოიფიქრა ირაკლი კობახიძემ. ეს არის ცრუ ვერსია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა