ბექა ნაცვლიშვილი - თუ უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ამ სიას მხარს დაუჭერს, უმრავლესობას დავტოვებ

თუ საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარმოდგენილ სიას მხარს დაუჭერს, საპარლამენტო უმრავლესობას დავტოვებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, უმჯობესია ამ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ყველა დეპუტატმა დააფიქსიროს.

"ჩემი პოზიცია უკვე დავაფიქსირე რამდენიმე ხნის წინ. ეს სია უნდა გაიწვიონ. თუ ჩვენ ვაღიარებთ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ხასიათს და ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელისუფლება ეფუძნება სისტემას, რომელსაც ჰყავს თავისი მოსამართლეები, მაშინ, შესაბამისად, ეს მოსამართლეები არ უნდა იყვნენ გამწესებულები სასამართლოს დაბალ დონეზეც კი. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ე.ი. ვამბობთ, რომ წინა ხელისუფლება იყო ერთ-ერთი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომელიც არჩევნების შედეგად უბრალოდ დამარცხდა. საკითხი დგას შემდეგნაირად: ვაღიარებთ იმას რისთვისაც ვიბრძოლეთ თუ უარვყოფთ. ეს დაპირისპირება, ცხადია, არის და ის გამოსულია გარეთ. რა სიმწვავე ექნება ამ პროცესს, ყველა ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ მოსამართლეების საკითხი ისევ იდგება დღის წესრიგში და ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება, ისევ თუ ამ ტიპის სია შემოვა რა სიაც იყო შემოსული და უმრავლესობა მხარს დაუჭერს, მე საპარლამენტო უმრავლესობას დავტოვებ. ე.ი. ჩვენს შორის არის ფუნდამენტური განსხვავება ამ მნიშვნელოვან საკითხზე", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

აღნიშნულ კანდიდატებზე მსჯელობა პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო.

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 10.12.2019
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
"ორიონ ჯგუფმა" ვირტუალური ფული შექმნა - სიახლე სამშენებლო სექტორში
პროკრედიტ ბანკსა და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ეტაპი „ემბავუდის“ განვითარებაში