გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე - კაჭრეთში ჩვეულებრივი სემინარია, რომელზეც არავის მივუწვევივარ და არც მგონია, ჩემი იქ ყოფნა აქტუალური იყოს

კაჭრეთში ჩვეულებრივი სემინარია, რომელზეც მე არავის მივუწვევივარ და არც მგონია, რომ ჩემი იქ ყოფნა აქტუალური იყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რითაც პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

„მე ვიცი, რომ იქ არის სამუშაო სემინარი, არანაირი განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა ამას არ აქვს. ჩვეულებრივი სემინარია, რომელზეც მე არავის მივუწვევივარ და არც მგონია, რომ ჩემი იქ ყოფნა აქტუალური იყოს. არ მგონია, რომ ეს სემინარი იყოს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი. მე არ ვიცი რა შემადგენლობით იმყოფებიან კაჭრეთში და არ მგონია, რომ მაინცდამაინც პოლიტიკურ საკითხებთან იყოს დაკავშირებული. სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ყველას გვაქვს ჩვენი აზრი, ამიტომ მოვხვდებით სემინარზე, თუ არა, ეს არ არის რაიმეს განმსაზღვრელი“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო