თავდაცვის სამინისტრო - საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი გრძელდება

საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო, რომელიც თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება.

უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა: თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, სტრუქტურული ტრანსფორმაცია, საბრძოლო შესაძლებლობების განვითარება, მართვის სისტემების გაუმჯობესება და აუცილებელი ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ტრანსფორმაციის პროცესი სპეციალური ოპერაციების ძალებსაც შეეხება, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მათი გამოყენების ეფექტიანობა.

„რეორგანიზაციის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე ორი ერთნაირი სტანდარტისა და შესაძლებლობის მქონე სპეციალური ოპერაციების ბატალიონი ჩამოყალიბდეს. ეს უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან ამ დრომდე სპეციალური ოპერაციების ელემენტები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში იყო თავმოყრილი.

აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მართვისა და კონტროლის შესაძლებლობებს საბრძოლო ამოცანების დეცენტრალიზებული აღსრულების პირობებში. სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების სტრატეგიის შესაბამისად განხორციელდება მათი აღჭურვა და მომზადება, რათა დაკმაყოფილდეს თავდაცვის ძალების ოპერატიული მოთხოვნები და გაიზარდოს ნატოსთან თავსებადობა.

ტრანსფორმაციის პროცესი არ ითვალისწინებს სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის შემცირებას. ტრანსფორმაციის პროცესში გათვალისწინებული იქნა პარტნიორი ქვეყნებისა და სამხედრო მრჩევლების რეკომენდაციები“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო