კაჭრეთში „ქართული ოცნების“ შეხვედრას მთავრობის წევრებიც ესწრებიან

კაჭრეთში მიმდინარე შეხვედრას საქართველოს მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებიან, - ამის შესახებ კაჭრეთში, პარტია „ქართული ოცნების“ შეხვედრის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრისას არაერთ თემას განიხილავენ, მათ შორის საქართველოს მთავრობის გეგმებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

„შეხვედრისას დეტალურად გავივლით ყველა თემას. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის გეგმებთან, რაც მიმართულია ქვეყნის ევროატლანტიკურ გეგმებთან. ამ საკითხებზე გვჭირდება ახლო კომუნიკაცია მთავრობასთან. შეხედრას ესწრება საქართველოს მთავრობა და პარლამენტის დეპუტატები, „ქართული ოცნების“ წევრები“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო