მამუკა მდინარაძე - შეხვედრაზე ბოლო დროს მმართველ პარტიაში მიმდინარე საკითხები არ განიხილება

ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრები მართლაც გააუმჯობესებს კოორდინაციას მთავრობასა და პარლამენტს შორის, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ კაჭრეთში განაცხადა, სადაც მთავრობის და პარლამენტის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს.

მდინარაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბოლო დროს მმართველ პარტიაში მიმდინარე საკითხები არ განიხილება. მისივე თქმით, შეხვედრას პრემიერ-მინისტრიც ესწრება. "მიმდინარეობს სემინარი, რომელშიც ჩართულია პრაქტიკულად ყველა მინისტრი, პარლამენტიდან წარმომადგენლები. სემინარი ემსახურება მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს კოორდინაციის გაუმჯობესებას, ასევე მენეჯმენტის გაუმჯობესებას ამ მიმართულებით. მასში ასევე ჩართულები არიან უცხოელი სპეციალისტები და ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრები მართლაც გააუმჯობესებს კოორდინაციას მთავრობასა და პარლამენტს შორის",- განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება კითხვას თუ რატომ არ ესწრებიან შეხვედრას ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე, მდინარაძე ამბობს, რომ ისინი სიაში თავიდანვე არ ყოფილან. "ამ შეხვედრას არ ესწრება დაახლოებით ასამდე დეპუტატი. ამ დღეებში განვითარებული მოვლენები არაფერ შუაშია. ეს სემინარი დაიგეგმა სამი კვირის წინ. მთელი საპარლამენტო უმრავლესობა შეიძლება არ წამოსულიყო. დაპატიჟებული აქ არავინ არის. წინასწარ შედგა სია, თავიდანვე ეს ადამიანები ამ სიაში არ იყვნენ. ორგანიზატორების მიერ ეს ადამიანები მოწვეულები არ არიან, ისევე, როგორც სხვა უამრავი ადამიანი. ამის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ერთად",- განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა